- შესაქმე
- მამა ღმერთი ქმნის თავისი ,,სიტყვის“ ანუ ლოგოსის (მეორე პირი) და თავისი ,,სუნთქვის“ ანუ სულიწმინდის (მესამე პირი) საშუალებით. ,,სიტყვითა უფლისაითა ცანი დაემტკიცნეს და სულითა პირისა მისიაითა-ყოველი ძალი მათი“ (ფს. 32:6). მამის ,,ორი ხელი“ ერთად მოქმედებს სამყაროს ფორმირების დროს. ლოგოსის შესახებ ნათქვამია: ,,ყოველივე მის მიერ შეიქმნა“ (იოანე 1:3): [...] სულიწმინდის შესახებ კი ნათქვამია, რომ შესაქმის დროს ის ,,დასტრიალებდა“ ანუ ,,იქცეოდა ზედა წყალსა“ (შესაქ. 1:2). ყველა ქმნილება სამების ბეჭდითაა აღბეჭდილი.Source: ეპისკოპოსი კალისტე უეარი, მართლმადიდებლობის გზა/ არჩევანი \#5-6 / რელიგიური საკითხების შემსწავლელი ცენტრი / 2006 წ.
Georgian encyclopedia. 2013.